Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
REBELDE WAY
სერიების ახწერა
სტატიები
ფოტოები
4Caminos
ბიოგრაფიები
ფორუმი
ვიდეო
არქივი
მუსიკა
ლინკები
ჩვენი საიტის ბანერი
კვირის საუკეთესო ფოტო
Rebelde Way
დღეს არის 25იანვარი და ჩვენი საიტი წყვეტს არსებობას. "მეამბოხე სული" დასრულდა და შესაბამისად თქვენც ალბათ ნაკლებად გაინტერესებთ ინფორმაციები ექს–მეამბოხეებზე.საიტი არ წაიშლება, იარსებებს, უბრალოდ აღარ განახლდება.მე კი გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.
                საიტის ადმინისტრაცია: ანა ლორთქიფანიძე
პრემიის გადაცემა
20დეკემბერს, არგენტინის დედაქალაქში ჯურნალ „კლარინის“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ამ მოვლენას ლუისანა ლოპილატოსა და ფელიპე კოლომბოს გარეშე არ ჩაუვლია.
სამწუხაროდ, ლუ და ფელი ცერემონიალზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. ყოველ შემთხვევაში, მოწმეები ამბობენ, რომ მათი ერთმანეთთან მოსაუბრეების დანახვა ვერ მოხერხდა.
ფელიპეს გარდა ლუისანას არ უნდა ენახა კიდევ ერთი ექს შეყვარებული, მარიანო მარტინესი, რომელიც აგრეთვე იმყოფებოდა ცერემონიალზე. შემდეგი ნომინანტების გამოცხადების შემდეგ, ლუ კულისებში შევიდა სადაც ნიკოლას ვასკესთან განაგრძო საუბარი.
მაგრამ ლუისანას და მისი ექს შეყვარებულების პერიპეტიებმა ვერ დაჩრდილა წამყვანები, რომლებიც იყვნენ......ფელიპე კოლომბო და ფლორენსია დე ლა ვეგა! ფელიპე და ფლორენსია ერთმანეთისაგან შორს იდგნენ, რადგანაც ფლორენსია ფელიპეზე ბევრად მაღალი იყო.
თავისმხრივ, მარიანო მარინესი ნომინანტებს ვანესა გონსალესთან ერთად აცხადებდა, რომელიც ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს სერიალში „ფეროს ოჯახი“ მინდა ვთქვა რომ ლულის ყოფილ შეყვარებულებს პიპესა და მარიანოს ერთ სერიალში იღებენ. მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ. ვინ იფიქრებდა.....
მაგარი საიტი
უმაგრესი სტატია!!!
გადმოიქაჩე 4Caminos სრული ვერსია!!!!!
Rebelde Way დასრულდა
სამწუხაროდ დასრულდა რუსთავი2–ზე "მეამბოხე სული". წესით ბოლო სერია პარასკევს უნდა გაეშვათ, მაგრამ არ გაუშვეს. შემდეგ მაყურებელთა დაჟინებული თხოვნით, ორშაბათს ანახეს დასკვნითი სერია. როგორც სერიალიების უმეტესობა, "მეამბოხე სულიც" "Happy end"-ით მთავრდება. მთავარი გმირები: მია და მანუ, მარისა და პაბლო ერთად რჩებიან. მართალია საქართველოში "მეამბოხე სული" დამთავრდა, მაგრამ, ჩვენი საიტი კვლავ განაგრძობს მუშაობას ჩვეულ რიტმში!!!
                          საიტის ადმინისტრაცია: ანა ლორთქიფანიძე
ლუისანამ მეორე შვილი გააჩნა
ეს მოხდა გადასაღებ მოედანზე "მეკობრის სულის" ბოლო ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც ხუთშაბათს აჩვენეს არგენტინაში(შეგახსენებთ, რომ პირველი ბავშვი იყო კანდელა, "4გზიდან")
ლამაზი ისტორია დამთავრდა არანაკლებ ლამაზი ბოლოთი. უკანასკნელი ეპიზოდები გადაღებული იყო მშვენიერ პეიზაჟებში, სადაც წაიკითხეს თავისი ბოლო რეპლიკები ისეთმა მსახიობებმა, როგორებიც არიან: ბენხამინ როხასი, ლუისანა ლოპილატო და ნიკოლას ვასკესი.
ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ, რომ ერევეის ესპანეთში ჩამოსვლასთან დაკავშრებით, გამოვიდა ერევეის რიგით მეოთხე დისკი სახელწოდებით "ERREWAY EN CONCIERTO". ჩვენი სტუმრებისთვის ჩვენ გვაქვს საჩუქარი–ყველა სიმღერა რომელიც შედის ახალ დისკში.
რთული დასაჯერებელია, რომ ჯგუფს, რომელსაც 1 წელია ერთად არ უმღერია ისევ შეერთდა.

        დღევანდელ ესპანურ ჟურნალ "Super POP" -ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით“ ERREWAY მოდის საგასტროლო ტურნეზე ესპანეთში“   ჟურნალი იტყობინება, რომ გუშინ მათ ჯგუფის მენეჯერი დაუკავშრდათ და რომ ჯგუფი ესპანეთში ჩასვლას სრული შემადგენლობით აპირებს. ექს–მეამბოხეები ესპანეთში 10 დღით აპირებენ ჩასვლას. სავარაუდოდ 1–დან 10დეკემბრამდე.   "Super POP"-მა აგრეთვე გამოაქვეყნა   ERREWAY-ს   კონცერტების ზუსტი გრაფიკები:

1დეკემბერი-ტენრიფი
2დეკემბერი- ლას პალმასი
4დეკემბერი-ვალენსია
6დეკემბერი- ლა კორუნა (ან ლეონი)
8დეკემბერი-ბარსელონა
9დეკემბერი- მადრიდი
მეკობრეების მომავალი
„მეკობრის სულის“ გადაღებები დასასრულს უახლოვდება და უკვე ოქტომბრის ბოლოს, მაყურებელი სერიალის დასასრულს იხილავს. რით დაკავდებიან ექს მეკობრეები ფინალური დუბლის შემდეგ?
ისაბელ მასედო (დელფინა ფლორისიენტაში) როგორც ადრე ივარაუდებოდა მიიღებს მონაწილეობას სერიალ“ რკინის ხმაში“, რომელსაც გადაიღებს კომპანია „პოლკა“.
ლუისანა ლოპილატომ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს „ტელეფესთან“ მათ პროექტებში მონაწილეობაზე მომავალ წელს. რომელ სერიალზე იწყებს ლუ მუშაობას ჯერ უცნობია.
ყველაზე გრანდიოზული გეგმები ბენხამინ როხასს აქვს. დისკის გამოშვების შემდეგ, კრის მორენა აპირებს ბენხასგან საერთაშორისო კლასის ვარსკვლავის გაკეთებას.   ბენხამინმა განაცხადა რომ 2007 წელს არ მიიღებს მონაწილეობას სერიალების გადაღებებში, არამედ წავა საერთაშორისო ტურში „მეკობრის სულთან“ ერთად.
კიდევ ერთი შანსი?
მარიანო მარტინესსა და ლუისანა ლოპილატოს არ უკეთიათ საქორწინო ბეჭდები. ამჟამად ისინი ერთად არ არიან და პრესაში ახალ–ახალი ნიუანსები ჩნდება ამასთან დაკავშირებით.
რამოდენიმე დღის წინ ლუისანამ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ჯენტეს“. მან თქვა რომ უკვე ყელში აქვს ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ დაიკლო 6 კილო, და რომ მას გადაღებებზე წარა–მარა მისდიოდა გული. მაგრამ მარიანოსთან ურთიერთობის გაწყვეტის ფაქტს არ უარყოფს.
სანამ მსახიობი მუშაობს თავის ორ პროექტზე, პრესა არ წყვეტს სხვადასხვა დეტალების ამოქექვას ლულის ცხოვრებიდან. ბოლო მონაცემებით ლუისანა და მარიანო მართლაც დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ცდილობენ აღადგინონ   ურთიერთობები. ამ დღეებში მარიანომ ლუ კარალიოს კურორტზე დაპატჟა, არა მარტო იმიტომ რომ ზღვით დამტკბარიყო, არამედ გაერკვია თავისი ურთიერთობები ლუისანასთან.
მარიანო მარტინესმა ლუისანა ლოპილატო მიატოვა
ერთ კვირაზე მეტია ლუისანასა და მარიანოს დაშორებასთან დაკავშირებული ჭორები ინხილებოდა პრესასა თუ ინტერეტში. დღეს ეს უკვე ჭორები არაა, არამედ რეალური ფაქტი. დიახ მარიანომ მიატოვა ლუ.......!!!!
ეს იმის შემდეგ მოხდა რაც მარიანომ "მეკობრის სული" მიატოვა. იგი დასასვენებლად გაემგზავრა: ჯერ ზღვზე, ხოლო შემდეგ მთაში. მაგრამ აქამდე მან საკუთარი ხელით შეიჭრა თავისი "დიდრონი" თმა. ბევრმა ეს ქმედება ახსნა როგორც გარდატეხა არა მარტო პროფესიაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც.   როგორც კი მარიანო ჩამოვიდა, იგი დაშორდა ლუს. რით აიხსნება ეს ფაქტი, იმ წყვილისა რომელიც 2007 წელს დაქორწინებას აპირებდა გაუგებარია. ბევრი ირწმუნება, რომ ამის მიზეზი ნიკოლას ვასკესია, რომლის გმირთანაც ლული "მეკობრის სულში" კოცნაობდა. ამბობენ რომ მარიანომ ვერ მოითმინა ასეთი სინაგლე. მაგრამ, მარიანოსა და ლულის მეგობრებმა იციან ამის მიზეზი. ეს ასაკში სხვაობაა. მარიანო უკვე თითქმის 30 წლისაა, ლუ კი ჯერ 20საც არაა. მსახიობის თქმით ის დაიღალა ლულის პატარა ბავშვის ხასიათით და უფრო სერიოზული ურთიერთობები სურს.

"იმედი ბოლოს კვდება". ერთადერთი ფრაზაა რომლის მიხედვითაც ლუმ შეიძლება თავი ინუგეშოს. მარიანოსთან განშორების მერე ლოპილატო რამოდენიმე დღე განუწყვეტლად ტიროდა და არც ეკრანებზე ჩნდებოდა. მას ღრმა დეპრესია აქვს და საწყალმა 8 კილო დაიკლო. როდესაც 47Street-ის ფოტოსესიის დრო მოვიდა ლულიმ უარი ვერ თქვა, რადგანაც კონტრაქტი   ქონდა გაფორმებული. ჩაირთო კამერები, ლუისანა აფრქვევდა თავის ღიმილს კამერების წინ, მაგრამ როგორც კი კამერა ჩაქრა ლუ ისევ დეპრესიას მიეცა......
P.S   47Street-ის ახალი კოლექცია იხილეთ ფოტოებში